Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ოსმალეთის


საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ოსმალეთის იმპერიაში

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ოსმალეთის იმპერიაში
სომეხთა მასობრივი გაჟლეტის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, იმის უარყოფა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების წინააღმდეგ გენოციდი განხორციელდა, ისჯება 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით. მმართველი სახალხო მოძრაობის გაერთიანების წარმომადგენელმა, ერიკ რაულმა, პარლამენტარებს უთხრა, რომ სომეხთა გენოციდს თვალი მთელმა კაცობრიობამ უნდა გაუსწოროს: [რაულის ხმა]: ”ამ მკვლელობათა მასობრივი, დაგეგმილი და მიზანმიმართული ხასიათი ამტკიცებს, რომ ეს გენოციდი იყო. ქალთა და მამაკაცთა სისტემატური გაჟლეტა მათი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით - ამისათვის მიზანმიმართული ქმედებების გატარება - ესადაგება გენოციდის იმ განსაზღვრებას, რომელიც თავის დროზე, პირველად ადვოკატმა რაფაელ ლემკინმა დაადგინა. ამ გენოციდის მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, რომ ეს მხოლოდ ერთი ერის კი არა, მთელი კაცობრიობის საქმეა”. კენჭისყრის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარიზმა ანკარასთან კავშირს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თურქეთის პარლამენტის სპიკერის, ბულენტ არინცის თქმით, კანონპროექტი თურქეთის მიმართ ”მტრული დამოკიდებულების” დემონსტრირებას ახდენს. საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. იმისათვის, რომ კანონი ამოქმედდეს, აუცილებელია რომ ის სენატმა და პრეზიდენტმა დაამტკიცონ.
XS
SM
MD
LG