Accessibility links

logo-print

ვლადიკავკაზში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილი


ვლადიკავკაზში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილი

ვლადიკავკაზში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილი
შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მერაბ ანთაძე აცხადებდა, რომ ქართული დელეგაცია უკვე არსებულ სამშვიდობო ინიციატივების დამატებითი არგუმენტებით დასაბუთებას გეგმავდა. თავის მხრივ, სამშვიდობო პროგრამის შემუშავებისას, თბილისის გარდა ცხინვალის წინადადებების გათვალისწინებასაც მოითხოვდნენ შერეული საკონტროლო კომისიის მოსკოველი და ცხინვალელი თანათავმჯდომარეები. სხდომის მონაწილეებს მედიისთვის განცხადება დღეს არ გაუკეთებიათ. კომისია მუშაობას ხვალ დაასრულებს.
XS
SM
MD
LG