Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ქართულმა ტელეკომპანიამ ერთდროულად გაავრცელა


რამდენიმე ქართულმა ტელეკომპანიამ ერთდროულად გაავრცელა ვიდეომასალა,

რამდენიმე ქართულმა ტელეკომპანიამ ერთდროულად გაავრცელა ვიდეომასალა,
რომელიც ტელეარხების ცნობით, მათ წერილთან ერთად მიუტანა კონსერვატიული პარტიის ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აკაკი კაპანაძემ. ის წერილში ირწმუნება, რომ მაისში, მან ერთ-ერთ რესტორანში ვიდეოკამერით გადაიღო კონსერვატორთა ლიდერის, კობა დავითაშვილის შეხვედრა ვინმე ალადინ მირზოევთან, რომელსაც დავითაშვილი საკრებულოს წევრობას დაჰპირდა, საარჩევნო ბლოკის ,,დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილის” სიაში შეყვანის სანაცვლოდ 150 ათასი დოლარი სთხოვა და ავანსის სახით 20 ათასი დოლარი შეხვედრისას გამოართვა.კობა დავითაშვილი ადასტურებს, რომ მისი პარტიის მხარდამჭერი ალადინ მირზოევისგან 20 ათასი დოლარი მიიღო და ამ თანხას პარტიის შემოწირულობას უწოდებს. დავითაშვილის განცხადებით, თავად მირზოევს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ სურდა და პარტიის სიაში მხოლოდ მადლიერების ნიშნად შეიყვანეს. კონსერვატორთა ლიდერი ამ ფაქტს კანონის დარღვევად არ მიიჩნევს და თავად ხელისუფლების უკანონო მოქმედებად აფასებს იმას, რომ მაისში მისი, როგორც პარლამენტის წევრის წინააღმდეგ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობდა.
XS
SM
MD
LG