Accessibility links

რუსი მიმომხილველები “ჯაშუშთა სკანდალის” ანატომიაზე და სტატისტიკაზე


საქართველოში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრებისა და მათი მხარდამჭერების გამოაშკარავების შემდეგ, ჯაშუშურ საქმიანობაში რუსეთის წარმომადგენლების მხილებაზე



ინფორმაცია გავრცელდა ლიტვასა და ნიგერიაში. ყირიმის ნახევრაკუნძულზე მზვერავთა ძირგამომთხრელი საქმიანობის აღსაკვეთად ემზადება უკრაინა. დამოუკიდებლი რუსი მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ რუსი ჯაშუშების გამოვლენა შემდგომშიც გაგრძელდეს, თუმცა საქართველოს მსგავს სკანდალს გამორიცხავენ. რადიო “თავისუფლება” რამდენიმე ექსპერტს დაუკავშირდა.


ლიტვა პირველი ქვეყანა იყო პოსტსაბჭოთა სივცეში, რომელმაც 2004 წლის გაზაფხულზე სადაზვერვო საქმაინობის გამო ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ატაშე და საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა. 8 ოქტომბერს ჯაუშუშური საქმიანობის გამო რუსეთის საელჩოს კიდევ ერთი მაღალჩინოსანის გაძევების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც ბალტიის ახალი ამბების სააგენტოს ლიტვის სამხახურის რედაქტორმა ალექზანდ მატონისმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რუსი დიპლომატი ცდილობდა დაებლოკა ლიტვის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილების მიღება.

[ალექზანდრ მატონისის ხმა] “ძნელი სათქმელია, თუ როგორ ცდილობდა რუსი დიპლომატი ზემოქმედების მოხდენას. ჩვენ ვიცით, რომ ძირითადში ლიტვის პოზიცია საკმაოდ აქტიურია და მხარს უჭერს საქართველოს ამ ბოლოდროინდელ კრიზისში. შესაძლებელია, რუსი დიპლომატი ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას საზოგადოებრივ აზრზე, ლიტვის პარლამენტზე, რომელიც აპირებს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას ან, შესაძლოა, იყო კიდევ სხვა ქმედებებიც. მაგრამ ისევ ვიმეორებ, არ არსებობს იფიციალური ინფორმაცია ამ ინცინდენტთან დაკავშირებით.”

ეს ინფორმაცია ცნობილია დამოუკიდებელი რუსი სამხედრო მიმოხილველის, ლიუდმილა ავერინასათვის, რომელმაც რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ ლაპარაკია ლიტვაში რუსეთის საელჩოს პირველ მდივანზე.

[ლიუდმილა ავერინას ხმა] “მე ამის შესახებ ვიცი, რომ მგონი ლიტვაში საელჩოს პირველი მდივანი იყო ეჭვმიტანილი საიდუმლო ცნობების შეგროვებაში და თითქოსდა მას იქიდან აძევებდნენ. მაგრამ არ არსებობს სარწმუნო ცნობა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ არანაირი კომენტარი არ გააკეთა, როცა ვეცადე პასუხის მიღება. მოკლედ დიპლომატი ჯერ თავის ადგილზეა. მას ორკვირიანი ვადა მისცეს და რუსეთი, ჯერჯერობით, სკანდალის მიზეზს ვერ ხედავს.”

სადაზვერვო საქმიანობის გამო სამხედრო ატაშეებისა და სამხედრო წარმომადგენლების გაძევება, გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიო ქვეყნებსი დიპლომატიურ ურთიერთობაში. მაგრამ როგორც რადიო “თავისუფლებას” უთხრა რუსმა სამხედრო ექსპერტმა ვარაუდობს, რომ სამხედრო მზვერავების გამოვლენას საქართველოს შემთხვევაში არატიპური ვითარებასტან გვაქვს საქემ.

[ალექსანდრ გოლცი] “სპეციფიური ისტორიული მიზეზების გამო, რუსეთმა მოინდომა სამხედრო ბაზები ჰყოლოდა არამეგობრულ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ არ სურს მის ტერიტორიაზე ამ ბაზების არსებობა. შესაბამისად მთელი საქმიანობა რუსეთის ჯარების ჯგუფისა საქართველოში, რომელსაც ცხადია საშტატო განაწესით ჰქონდა სადაზვერვო განყოფილება, - ავტომატურად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც შპიონაჟი.”

დამოუკიდებელი რუსი ექსპერტი ლიუდმილა ავერინა მიიჩნევს, რომ მზვერავებზე ნადირობა ზოგჯერ ძალიან შორის მიდის და არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგიც კი ლამის ჯაშუშობასთან იგივდება. ამ მხრივ, რუსეთის მაგალითი ალბათ ყველაზე რეზონანსულია.

[ლიუდმილა ავერინას ხმა] “მსგავსი პრეცედენტი არსებობდა რუსეთში. მაგალითად, საერთაშორისო ორგანზიაციები რომლებიც ჩეჩნეთში მუშაობდნენ, მათ შორის ეუთო, დანიის დევნილთა საბჭო, ექიმები საზღვრებს გარეშე; ისინი დაკავებულნი იყვნენ სიტუაციის მონიტორინგით, რუსეთის სპეცსამსახურები კი მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო შპიონაში მესამე ქევყნის სასარგებლოდ.”

ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ამ თვალსაზრისით კარგი დღე არც უკრაინაში ელოდებათ. სააგენტო “იტარ-ტასის” ცნობით უკრაინის პრეზიდენტამ ვიქტორ იუშენკომ სპეცსასამხურებს დაავალა, ორი თვის ვადაში “გამოავლინონ და აღკვეთონ სხვა ქვეუნებსი სპეცსასახურებისა და არასამტავრობო ორგანიზაციების სადაზვერვო-ძირგამომთხრელი საქმიანობა.” თუ გავითავლისწინებთ, რომ ლაპარაკია უკრაინის ყირიმის ავტონომიაზე, ძნელი სათქმელი არ უნდა იყოს, თუ რომელი ქვეყნის სადაზვერვო-ძირაგმომთხრელ საქმიანობასთან მოუწევს ბრძოლა უკრაინელ “დაშნისა და ლაბადის” რაინდებს.
XS
SM
MD
LG