Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოში გაეროს სამეთვალყურეო მისიის

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოში გაეროს სამეთვალყურეო მისიის
ნახევარი წლით გაგრძელების შესახებ. იმავდროულად, რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას ქართული მხარის მიმართ, თავი შეიკავოს აფხაზეთის მიმართ პროვოკაციული ქმედებისაგან. იქვე ხაზგასმულია საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და საჭიროება, რომ ქართულმა მხარემ გაითვალისწინოს აფხაზური მხარის ლეგიტიმური დაინტერესება თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფით. გაეროსთან დაკავშირებით იუწყებიან აგრეთვე, რომ გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს დღეს აღუდგინა ხმის უფლება, რომელიც მას დავალიანების გამო ჰქონდა ჩამორთმეული. ხმის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ დავალიანების დაგროვება “საქართველოსაგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული”.
XS
SM
MD
LG