Accessibility links

logo-print

ნალჩიკში აღინიშნა ექსტრემისტთა მიერ შარშან


ნალჩიკში აღინიშნა ექსტრემისტთა მიერ შარშან განხორციელებული თავდასხმის პირველი წლისთავი.

ნალჩიკში აღინიშნა ექსტრემისტთა მიერ შარშან განხორციელებული თავდასხმის პირველი წლისთავი.
საქმე ეხება 2005 წლის 13 ოქტომბრის თავდასხმას, რომელმაც ყაბარდო-ბალყარეთის ადმინისტრაციულ ცენტრში 140-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულების ახლობელთა მცირე ჯგუფი მივიდა ნალჩიკის პროკურატურასთან. შეკრებილებს შორის იყო ჯამაბულატ ნაბიტოვისა და აზამატ ნაბიტოვის დედა - ორივე მოკლეს გასული წლის 13 ოქტომბერს. [ნაბიტოვას ხმა] “უკვე ერთი წელია, დავდივართ ამ პროკურატურაში. არაფერი შეცვლილა. ჩვენთვის თავს არავინ იწუხებს. ერთი წელი არ იყო საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად? ხელისუფლება გვეუბნება, რომ ცხედრები საიმედოდ არიან დაცული - მაგრამ დანამდვილებით არაფერი ვიცით”. ექსტრემისტებმა, რომელთაც, თითქოსდა, ჩეჩენ მეამბოხეებთან ჰქონდათ კავშირი, იერიშები მიიტანეს არმიის, პოლიციისა და უშიშროების ობიექტებზე ნალჩიკში. მოკლულებს შორის 35ი ოფიცერი და 90ზე მეტი ექსტრემისტი იყო.
XS
SM
MD
LG