Accessibility links

logo-print

ბრიტანელი სამხედრო სარდალი, გენერალი რიჩარდ


ბრიტანელი სამხედრო სარდალი, გენერალი რიჩარდ დანატი გამოვიდა მოწოდებით,

ბრიტანელი სამხედრო სარდალი, გენერალი რიჩარდ დანატი გამოვიდა მოწოდებით,
რომ მალე გაიყვანონ ერაყიდან ბრიტანელი ჯარისკაცები. გენერლის შეფასებით, ბრიტანელი ჯარსიკაცების ყოფნა კიდევ უფრო აუარესებს ვითარებას ერაყში უსაფრთხოების მხრივ და ამწვავებს საფრთხეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მის ამ კომენტარს მოიცავს ინტერვიუ, რომელიც ბრიტანეთის გაზეთ "დეილი მეილის" დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა. ამასობაში კი დანატმა ამ კომენტარის ტონის შერბილება სცადა: როგორც მის მოკლე განცხადებაშია ნათქვამი, "ბრიტანელები სამხრეთ ერაყში დარჩებიან, ვიდრე ბოლომდე არ მიიყვანენ საქმეს".
XS
SM
MD
LG