Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ პარასკევს


გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ პარასკევს მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ პარასკევს მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში
გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი ნახევარი წლით გაგრძელდა, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ”ერთი-ორი საკამათო მომენტის გარდა”, რეზოლუცია მისაღებია. სააკაშვილის თქმით, რეზოლუციის ტექსტზე ძლიერი გავლენის მოხდენას რუსეთის მხარე ცდილობდა: [სააკაშვილის ხმა]: ”მართალია, რომ რუსეთი არის უშიშროების საბჭოს წევრი, და ყველაფერი გააკეთა, იმის გამო, რომ უშიშროების საბჭოში ახლა იხილება ჩრდილოეთი კორეის რეზოლუცია, ირანთან დაკავშირებული საკითხები. ზუსტი ინფორმაციით, რომელიც მაქვს, მთელი დაწოლა წამოვიდა იმისათვის, რომ გაეცვალათ კარტ-ბლანშის მიცემა საქართველოში, ნებისმიერი მოქმედებისთვის - მათ შორის, ყველაზე ცუდი მოქმედებისთვის, იმაზე, რომ ისინი დაუჭერდნენ, ვთქვათ, ხმას დასავლეთის სახელმწიფოებს ჩრდილო კორეასთან და ირანთან მიმართებით”. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რეზოლუციაში არ დაკმაყოფილდა რუსეთის დიპლომატიის ორი მოთხოვნა - ზემო აფხაზეთში, ანუ კოდორის ხეობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული ანრიკრიმინალური ოპერაციის დაგმობა, და ამ სპეცოპერაციამდე არსებული ვითარების აღდგენა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას რუსული მხარე მიესალმა. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დოკუმენტში გათვალისწინებულია მოსკოვის ყველა ძირითადი წინადადება. დოკუმენტი საქართველოს მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავოს აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის მიმართ პროვოკაციული აქტების განხორციელებისგან.
XS
SM
MD
LG