Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია
ჩრდილოეთი კორეისთვის სადამსჯელო სანქციების დაწესების თაობაზე. იზოლირებული კომუნისტური რეჟიმის დასჯის მიზეზი ის არის, რომ რეჟიმი აცხადებს - ფხენიანში ატომური იარაღის გამოცდა შედგა. რეზოლუცია, რომლის ავტორი შეერთებული შტატებია, მსხვილ შეიარაღებაზე - ტანკებზე, საბრძოლო გემებზე, თვითმფრინავებზე და რაკეტებზე - ემბარგოს აწესებს. მაგრამ რეზოლუციაში გათვალისწინებული სანქციები სამხედრო ძალის გამოყენებას გამორიცხავს. უშიშროების საბჭოს განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა ”საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას” აშკარა საფრთხეს უქმნის. რეზოლუცია ფხენიანისგან ატომური იარაღის მთლიანად განადგურებას მოითხოვს. გაეროში ჩრდილოეთი კორეის ელჩი აცხადებს, რომ ფხენიანი რეზოლუციას ”გადაჭრით” უარყოფს. ელჩმა პაკ გირ იონმა საბჭოს განუცხადა, რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ატომური იარაღი შეერთებული შტატების მხრიდან მტრული პოლიტიკის გამო გამოსცადა. ელჩის თქმით, თუ შეერთებული შტატები მის ქვეყანაზე ზეწოლას გაზრდის, ფხენიანი ამას ”ომის გამოცხადებად” აღიქვამს.
XS
SM
MD
LG