Accessibility links

logo-print

ერაყში ძალადობა გრძელდება. შიიტმა შეიარაღებულმა


ერაყში ძალადობა გრძელდება. შიიტმა შეიარაღებულმა

ერაყში ძალადობა გრძელდება. შიიტმა შეიარაღებულმა
პირებმა ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბალადში 46 სუნიტი მოკლეს. ვარაუდობენ, რომ ეს შურისძიება იყო. პარასკევს, 13 ოქტომბერს, ბალადში 17 შიიტის თავმოკვეთილი გვამი იპოვეს, და დღეს მომხდარ მკვლელობებს ამ შემთხვევას უკავშირებენ. პარალელურად, ქალაქ კირკუკის პოლიციის ცნობით, ამ ქალაქში მომხდარ 5 თვდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ მოსულში დღეს დილით შეიარაღებულმა პირებმა ცოლ-ქმარი, და მათი ორი ვაჟი, დახოცეს. პარალელურად, ეროვნული დიალოგის სახელმწიფო სამინისტრო აცხადებს, რომ ეროვნული შერიგების კონფერენციის გამართვა გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეკრება 21 ოქტომბერს იყო დანიშნული.
XS
SM
MD
LG