Accessibility links

logo-print

კიშინიოვში სუამის მესამე საპარლამენტო ასამბლეა


კიშინიოვში სუამის მესამე საპარლამენტო ასამბლეა

კიშინიოვში სუამის მესამე საპარლამენტო ასამბლეა
გაიმართა. ასამბლეაზე მიიიღეს დეკლარაცია, სადაც ცხადდება, რომ სუამის წევრ ქვეყნებს ერთობილივი სამშვიდობო ძალების ფორმირებაზე სურთ მუშაობა. მოლდავეთის პარლამენტის სპიკერმა, მარიან ლუპუმ, განახადა, რომ რეგიონში არსებულ ე.წ. ”გაყინულ კონფლიქტებთან” მიმართებით ამჟამად მოქმედი სამშვიდობო ფორმატი მოძველებული და არაეფექტიანია. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ ამ რეგიონებში რუსი მშვიდობისდამცველების ყოფნა კონფლიქტების მოგვარებას ხელს არ უწყობს. ნინო ბურჯანაძემ ასამბლეაზე საქართველოსა და რუსეთს შორის შექმნილ კრიზისზე ისაუბრა: [ბურჯანაძის ხმა]: ”დღეს საქმე ქართველებს ეხება; გუშინ ებრაელებს; ხვალ შესაძლოა იგივე მოლდაველებს, აზერბაიჯანელებს, ან უკრაინელებს დაემართოს. აუცილებელია შექმნილ სიტუაციაზე ადექვატური რეაგირება მოვახდინოთ. პირველ რიგში, რუსეთის ფედერაცია უნდა დაუფიქრდეს ქსენოფობიას. ეს მრავალეროვანი ქვეყანაა, და თუ მტრები გუშინ ჩეჩნები იყვნენ, დღეს ქართველები არიან, ხვალ, შესაძლოა, ეს როლი რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ სხვა ეთნოსებსაც დაეკისროს”.
XS
SM
MD
LG