Accessibility links

logo-print

ჩრდილო კორეამ დღეს განაცხადა, რომ


ჩრდილო კორეამ დღეს განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გაეროს სანქციებს ომამდე მივყავართ

ჩრდილო კორეამ დღეს განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გაეროს სანქციებს ომამდე მივყავართ
და რომ ფხენიანი "დაუნდობელ დარტყმას" მიაყენებს ყველას, ვინც კი დაესხმება მას თავს. ჩრდილო კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, იგი თვალყურს ადევნებს შეერთებული შტატების ქმედებებს და შესაფერის ზომებს მიმართავს საჭიროების შემთხვევაში. ამავე დროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გაეროს რეზოლუცია, რომელსაც ჩრდილო კორეა ომის გამოცხადებად აფასებს. გაეროს რუზოლუცია, რომელიც 15 ოქტომბერს იქნა მიღებული, კრძალავს ჩრდილო კორეისთვის შეიარაღების მიყიდვას და ქვეყანას სატვირთო გადაზიდვის კონტროლს უწესებს. გასულ კვირაში ჩრდილო კორეამ განაცხადა, რომ მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა ჩაატარა. დღეს ჩინეთმა მოუწოდა ჩრდილო კორეას, არ მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია სანქციებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG