Accessibility links

logo-print

ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა ნიკა ლომიძემ


ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა ნიკა ლომიძემ, თეა გობეჯიშვილმა და

ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა ნიკა ლომიძემ, თეა გობეჯიშვილმა და
ოლღა რიჟაკი-რცხილაძემ ოთხშაბათს საქართველოს ეროვნულ ბანკში გირაო შეიტანეს. ამგვარი პირობით ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ კვირას გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან. მათ ბრალად ედებათ თაღლითობა, რის შედეგად სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალი მიადგა. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები 2004–2006 წლებში ქალთა კონსულტაციების მეშვეობით აგროვებდნენ 7–8 თვის ფეხმძიმე ქალებს, რომლებიც ფიქტიურად აჰყავდათ სამსახურში, უნიშნავდნენ ძალიან მაღალ ხელფასებს, შემდეგ სამსახურიდან ათავისუფლებდნენ და ამ გზით დეკრეტული შვებულებისთვის გამოყოფილ საკმაოდ დიდი ოდენობით თანხებს ითვისებდნენ
XS
SM
MD
LG