Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძემ აცნობა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ესაა ხანგრძლივი პროცესი და ამგვარი დოკუმენტის გასაფორმებლად სხვა სახელმწიფოებს რამდენიმე წელი დასჭირდათ. თუმცა სახელმწიფო მინისტრი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ტემპებისა და ევროკავშირის ბოლოდროინდელი განცხადების გათვალისწინებით იმედოვნებს, რომ ეს ვადა შემცირდება და საქართველო დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში შეძლებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას.
XS
SM
MD
LG