Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სტუმრად მყოფი ამერიკის შეერთებული


საქართველოში სტუმრად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე

საქართველოში სტუმრად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მიიღო. საუბარი შეეხებოდა ორმხრივი თანამშრომლობისა და რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებულ მკაცრ სანქციებს, რუსეთში ეთნიკურ ქართველებს უსამართლოდ ექცევიან და ეს პირადად ჩემთვის მიუღებელი ფაქტია, ამის შესახებ ჟურნალისტებს დენიელ ფრიდმა განუცხადა. სეპარატისტულ რეფერენდუმებზე და კოსოვოს მოდელზე დენიელ ფრიდმა შემდეგი განაცხადა. “ჩვენ არ ვაღიარებთ და არც მომავალში ვაღიარებთ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას იმისდა მიუხედავად ჩატარდება, თუ არა რეფერენდუმი. პარალელის გავლება ეგრეთწოდებულ კოსოვოსთან ისტორიული შეცდომაა. კოსოვო არ არის პრეცედენტი სხვა სიტუაციებისთვის. იგი უნიკალურია. და გაეროს უშიშროების საბჭომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართვვლოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენც იმაზე ვმუშაობთ, რომ კონფლიქტების მოწესრიგება სწორედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ ფარგლებში მოხდეს.” მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დანიელ ფრიდი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
XS
SM
MD
LG