Accessibility links

logo-print

თავდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა კუდავა


თავდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა კუდავა პროვოკაციულსა და ეკონომიკური ბლოკადის

თავდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა კუდავა პროვოკაციულსა და ეკონომიკური ბლოკადის
შემადგენელ ნაწილს უწოდებს, ფოთის პორტის მახლობლად რუსეთის სამხედრო ფლოტის ხომალდების მანევრირებას. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ფოთის პორტის მახლობლად რუსეთის სამხედრო ფლოტის ხომალდები, უკვე ორი კვირაა, მანევრებს ატარებენ. როგორც ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხადა, ტერიტორია, რომელშიც რუსული ხომალდები შეამჩნიეს, მხოლოდ საქართველოს საზღვაო აკვატორიას ეკუთვნის და სამხედრო წვენებისათვის საჭირო იყო ქართული მხარის ნებართვა. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს სამხედრო უწყებამ უკვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
XS
SM
MD
LG