Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისარელის სამხედროებმა ღაზის სექტორში ორი


ისარელის სამხედროებმა ღაზის სექტორში ორი პალესტინელი სამხედრო პირი მოკლეს. შეტაკება

ისარელის სამხედროებმა ღაზის სექტორში ორი პალესტინელი სამხედრო პირი მოკლეს. შეტაკება
მოხდა მას შემდეგ, რაც ისარელის სამხედრო რაზმი ოთხშაბათს ღაზის ჩრდილოეთ რაიონში ჰამასის მებრძოლების ძიების ოპერაციას ატარებდა. ივნისიდან მოყოლებული ისრაელის სამხედრო რეიდების შედეგად 250 პალესტინელი დაიღუპა, რომელთა ნახევარი სამოქალაქო პირები იყვნენ. 18 ოქტომბერს ისარელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ეჰუდ ოლმერტმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი გამოიყენებს მის გავლენას, რათა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს დილით გაიმეორა, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის ირანში შექმნილი რეალური სიტუაციის პროპორციული უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG