Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი,
კონდოლიზა რაისი, სეულში სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბან კი მუნს შეხვდა. ბან კი მუნი, ამავე დროს, გაეროს მომავალი გენერალური მდივანია. რაისისა და მუნის განცხადებით, ფხენიანში ატომური იარაღის მეორედ გამოცდას ”კიდევ უფრო მძიმე შედეგები” მოჰყვება.
კონდოლიზა რაისმა ჩრდილოეთ კორას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა: [რაისის ხმა]: ”შეერთებულ შტატები სრულად ეთანხმება ჩრდილოეთი კორეის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ფაქტობრივად, კორეის ნახევარკუნძულზე ატომური იარაღის ალაგმვას ისახავს მიზნად. შესაბამისად, ფხენიანისთვის საუკეთესო გამოსავალი ის იქნება, რომ დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს, და ექვსმხრივ მოლაპარაკებებს უპირობოდ დაუბრუნდეს”. კონდოლიზა რაისის მიერ ჩრდილოეთი კორეის მისამართით გამოთქმულ ამ მოწოდებას ბან კი მუნიც შეუერთდა. ამასთან, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ფხენიანში ჩინეთის წარმომადგენლის ვიზიტი წარმატებული იყო, და კომუნისტურ რეჟიმს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ აუცილებელია დაუბრუნდეს მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG