Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს,

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს,
რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი, ტანგ ძიასუანი, ჩრდილოეთი კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ირს შეხვდა. ჩინელ დიპლომატს და ჩრდილოეთი კორეის ლიდერს უნდა განეხილათ ფხენიანის ატომური პროგრამა, და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთი კორეისთვის დაწესებული სადამსჯელო სანქციები. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს მოლაპარაკება ”ძალიან მნიშვნელოვანი” იყო. თუმცა კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს, ნათქვამი არ არის.
ჩრდილოეთი კორეის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ტანგ ძიასუანმა ლიდერ კიმ ჩენ ირს ჩინეთის პრეზიდენტის, ხუ ძინტაოსგან, პირადი მესიჯი გადასცა. ფხენიანში ჩასვლამდე, ჩინელი დიპლომატი მოსკოვში და ვაშინგტონში იმყოფებოდა ფხენიანის ატომური პროგრამის საკითხის განხილვის მიზნით.
XS
SM
MD
LG