Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის ქალაქ ლაჰტიში მუშაობას იწყებს


ფინეთის ქალაქ ლაჰტიში მუშაობას იწყებს ევროკავშირის

ფინეთის ქალაქ ლაჰტიში მუშაობას იწყებს ევროკავშირის
წევრი ქვეყნების ლიდერთა ორდღიანი სამიტი. შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენა პარასკევს საღამოს გამართული სადილი იქნება, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაესწრება. სავარაუდოდ, საკითხი, რომლის დაყენებასაც ბრიუსელი სადილზე შეეცდება, რუსეთის სანდოობა იქნება ენერგეტიკის მიმწოდებლის როლში. ამავე დროს, ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან მოსკოვი დაარწმუნონ, გაზის ინდუსტრიაში დაუშვას უცხოეთის ინვესტიციები. რუსეთის ახალი ამბების სააგენტო ”რია-ნოვოსტი” ავრცელებს პუტინის თანაშემწის, სერგეი იასტრჟემბსკის სიტყვებს - რომ ცნობილი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის, და საქართველოსთან გართულებული ურთიერთობის საკითხები სამიტის დღის წესრიგში არ არის შესული. მაგრამ, იასტრჟემბსკი ამბობს, რომ თუ ამ საკითხებს წამოჭრიან, რუსეთი მათი განხილვისთვის მზად არის.
XS
SM
MD
LG