Accessibility links

logo-print

სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის


სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის

სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის
დირექტორი ზაზა სოფრომაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისთვის აღმკევთ ზომად პროკურატურა სასამართლოსგან გირაოს გადახდას ითხოვს და განმარტავს, რომ მექრთამეობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სოფრომაძეს ახალი ბრალდება წარედგინება. ამ ეტაპზე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. მექრთამეობის ბრალდება კი უკვე წარუდგინეს ამავე ფონდის ექვს წარმომადგენელს. მათთან ერთად დაკავებულია 4 ექიმი. გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქმე შვებულების თანხების, საერთო ჯამში 570 ათასი ლარის მითვისების ბრალდებითაა აღძრული. გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტთან დაკავშირებით ეჭვმიტანილების ფარული სატელეფონო ჩანაწერები გამოაქვეყნა. ფრაგმენტების თანახმად, საუბარია დიდი რაოდენობით თანხის გადახდაზე და მოხსენიებულია სოფრომაძის გვარიც.
XS
SM
MD
LG