Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში არ ცხრება ძალადობის ტალღა.


ერაყში არ ცხრება ძალადობის ტალღა.

ერაყში არ ცხრება ძალადობის ტალღა.
ქალაქ მოსულში თავი აიფეთქა ექვსმა თვითმკვლელმა მოიერიშემ. ერთ-ერთი მათგანი ბენზიმზიდში იჯდა. დაიღუპა, სულ ცოტა, 20 ადამიანი. ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში, ერთ-ერთი ბანკის მახლობლად დანაღმული მანქანა აფეთქდა, რასაც, სულ ცოტა, რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პარალელურად, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომ დღეს ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა - ამით მხოლოდ ოქტომბრის თვეში დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვმა 71-ს მიაღწია. უფრო ადრე, შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ 8 ამერიკელი ჯარისკაცი სამხედრო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს. მათგან ოთხს ბრალად ედება ქალაქ მაჰმუდიაში ერაყელი გოგონას გაუპატიურება და მოკვლა, და მისი ოჯახის წევრების დახოცვა.
XS
SM
MD
LG