Accessibility links

logo-print

19 ოქტომბერს, გვიან ღამით, საქართველოს


19 ოქტომბერს, გვიან ღამით, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტი სააკაშვილი

19 ოქტომბერს, გვიან ღამით, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტი სააკაშვილი
გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში მორიგი ცვლილების თაობაზე, რაც მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთად ჩატარებას ითვალისწინებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დღეს მკაცრად გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტის ეს ინიციატივა და იგი ხელისუფლების უზურპაციის მცდელობად შეაფასეს. გუშინვე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შევხდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და განიხილოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. სააკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს აგრეთვე დსთ-ის სახელმწიფოთა მეთაურების მომდევნო სამიტზე.
XS
SM
MD
LG