Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის იურიდიული საფუძველი

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის იურიდიული საფუძველი
არ არსებობს. ამის შესახებ პარასკევს სააგენტო “ინტერფაქსი” იტყობინება, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი მირონოვის განცხადებაზე დაყრდნობით. რუსეთის ფედერაციის საბჭო გაგებით ეკიდება აფხაზეთის პარლამენტის მიმართვას დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე, მაგრამ დღეს ჩვენ ამგვარ იურიდიულ საფუძველს ვერ ვხედავთ შესაბამისი ვერდიქტის გამოსატანად“, - აცხადებს მირონოვი. აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციას თვითგამოცხადებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით 18 ოქტომბერს მიმართა.
XS
SM
MD
LG