Accessibility links

logo-print

ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური 21


ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური 21 ოქტომბერს ირანში

ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური 21 ოქტომბერს ირანში
გაემგზავრა. როგორც გილაურმა “ინტერპრენსიუსს” განუცხადა, ირანში მოლაპარაკებები ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ბარტერის წესით საქართველოსთვის ელექტროენერგიისა და გაზის მოწოდების საკითხებს შეეხება. თეირანში მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ირანიდან საქართველოში გაზის მოწოდება აზერბაიჯანის გავლით მოხდება. წინასწარ მიღწეული შეთანხმებით, აზერბაიჯანი მზადაა სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შეასრულოს. ანალოგიურ შეთანხმებას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დენის იმპორტთან დაკავშირებითაც მიაღწია. საჭიროების შემთხვევაში, საქართველო ირინიდან დენის იმპორტს ამ ქვეყნების გავლით ბარტერის წესით განახორციელებს.
XS
SM
MD
LG