Accessibility links

logo-print

დასავლეთ ავღანეთში შეიარაღებული შეტაკებები მოხდა


დასავლეთ ავღანეთში შეიარაღებული შეტაკებები მოხდა მოქიშპე რეგიონულ დაჯგუფებებს შორის.

დასავლეთ ავღანეთში შეიარაღებული შეტაკებები მოხდა მოქიშპე რეგიონულ დაჯგუფებებს შორის.
დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დაიღუპა 12-დან 32-მდე ადამიანი. ავღანეთის სამხრეთში ახალი შეიარაღებული შეტაკებები მოხდა თალიბანსა და ნატოს სამხედრო მოსამსახურეებს შორის. როგორც ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობა იტყობინება, თალიბების რაზმი სამხედრო კოლონას დაესხა თავს პროვინცია ზაბულში. შეტაკებაში მოკლულია 15 მეამბოხე. დაიჭრა ნატოს ორი ჯარისკაცი. თალიბების სულიერმა ლიდერმა მოლა ომარმა განაცხადა, რომ ავღანეთში უახლოეს მომავალში გახშირდება თავდასხმები და მოუწოდა უცხოეთის ჯარებს, დატოვონ ქვეყანა.
XS
SM
MD
LG