Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეეთრებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა


შეეთრებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს ვაშინგტოში ბრუნდება

შეეთრებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს ვაშინგტოში ბრუნდება
რუსეთში და აზიის დედაქალაქებში მოგზაურობის შემდეგ. შაბათს რაისი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ორმა ლიდერმა ისაუბრა ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამისა და ბირთვული გაუვრცელებლობის პრობლემებზე. რაისმა აგრეთვე მოუწოდა რუსეთსა და საქართველოს, ყოველი ღონე იხმარონ, რათა შეამცირონ დაძაბულობა ერთმანეთთან ურთიერთობაში. რუსეთამდე რაისი სტუმრობდა იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში. მან ამ ქვეყნებში ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე გამართა მოლაპარაკებები.
XS
SM
MD
LG