Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის დედაქალაქში შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა


უნგრეთის დედაქალაქში შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, მას შემდეგ, რაც პოლიციამ

უნგრეთის დედაქალაქში შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, მას შემდეგ, რაც პოლიციამ
უბრძანა მათ დაეტოვებინათ პარლამენტის შენობა, სადაც უნგრეთის მოვლენების 50-ე წლისთავის ოფიციალური ღონისძიების ჩატარება იგეგმებოდა. დემონსტრანტებს იქ ერთი თვეა გაშლილი აქვთ კარვები და მოითხოვენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ფერენც დიურჩანის გადაგომას, რომელმაც აღიარა, რომ არჩევნების წინ შეგნებულად ცრუობდა, როცა ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზე ლაპარაკობდა. თვითმხილველთა თქმით, რამდენიმე ათეული დემონსტრანტი პოლიციამ სცემა და დააპატიმრა. 50 წლის წინ კი საბჭოთა არმიამ უნგრეთში მომხდარი საპროტესტო გამოსვლები სისხლში ჩაახშო. სადღესასწაულო ღონისძიებებს ბუდაპეშტში ესწრებოდა რუსეთის ქვედა პალატის – ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი, რომელმაც უნგრეთის 50 წლის წინანანდელი ოკუპაცია, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ამჟამინდელ ქმედებას შეადარა და განცხადა, რომ “მსოფლიოს არც “კომუნიზმისა და არც დემოკრატიის ექსპორტი არ სჭირდება.”
XS
SM
MD
LG