Accessibility links

logo-print

"ჩვენ მივიღეთ სატელეფონო დადასტურება იმისა


"ჩვენ მივიღეთ სატელეფონო დადასტურება იმისა, რომ მოლაპარაკებები რუსეთში სრულდება და რომ 2007 წელს

"ჩვენ მივიღეთ სატელეფონო დადასტურება იმისა, რომ მოლაპარაკებები რუსეთში სრულდება და რომ 2007 წელს
უკრაინისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა იქნება არანაკლებ 55 მილიარდი კუბური მეტრისა და ათასი კუბური მეტრი ეღირება არაუმეტეს 130 დოლისა," განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევში რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ ფრადკოვთან შეხვედრის შემდეგ. მთავრობის მეთაურებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთ-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტის მუშაობაში. სხდომის მონაწილეთა თქმით, გაზის მიწოდების თაობაზე კონტრაქტები ჯერ არ არის ხელმოწერილი, მაგრამ მოცულობებისა და ფასების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

XS
SM
MD
LG