Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტმა ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს


ევროპარლამენტმა ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, სერიოზულად იფიქრონ რუსეთთან ურთიერთობების საკითხზე.

ევროპარლამენტმა ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, სერიოზულად იფიქრონ რუსეთთან ურთიერთობების საკითხზე.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ახლახან ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადახედონ მოსკოვთან ურთიერთოების ხასიათს და პირველ ადგილზე მის მიერ ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა უნდა დააყენონ. დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთში ჟურნალისტებზე და სისტემის კრიტიკოსებზე ზეწოლის საგრძნობლად გაძლიერების გამო. მათი თქმით, ყოველივე ეს მოსკოვის პრესტიჟის დაცემას უწყობს ხელს. დღესვე ევროპარლამენტმა განიხილა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და იმსჯელა საქართველოს გაყინული კონფლიქტების შესახებ.
XS
SM
MD
LG