Accessibility links

logo-print

სერბიაში ახალი კონსტიტუციის მიღების მიზნით


სერბიაში ახალი კონსტიტუციის მიღების მიზნით ორდღიანი

სერბიაში ახალი კონსტიტუციის მიღების მიზნით ორდღიანი
რეფერენდუმი დაიწყო. ამით 1990 წელს, სლობოდან მილოშევიჩის დროს მიღებული კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. ქვეყნის ხელისუფლება კონსტიტუციის პროექტს დადებითად ახასიათებს და აცხადებს, რომ ის ევროკავშირის წევრობის მაძიებელ სერბიაში დემოკრატიის, და კანონის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება. დოკუმენტში კოსოვოს პროვინცია სერბიის განუყოფელ ნაწილად არის განოცხადებული. ამავე დროს, პროვინციაში მცხოვრებ ალბანელებს - რომლებიც კოსოვოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ - პროვინციის დამოუკიდებლობა სურთ. მას შემდეგ, რაც 1990 წელს, სერბიის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, კოსოვოში მცხოვრები ალბანელები ამომრჩეველთა სიებიდან ამოიღეს. კოსოვოს ალბანელი ლიდერები ახალ კონსტიტუციას უმნიშვნელოდ მიიჩნევენ. პროვინცია 1999 წლის შემდეგ გაეროს ადმინისტრაციის ქვეშ იმყოფება. იმისათვის, რომ კონსტიტუციის პროექტი გავიდეს, მას თანხმობა სერბიის მოსახლეობის მინიმუმ ნახევარმა უნდა განუცხადოს. რეფერენდუმის პირველ დღეს, საარჩევნო უბნების დახურვისას, ამომრჩეველთა აქტივობა 17.5 პროცენტი იყო. ხმის მიცემის პროცესი ხვალ დილით განახლდება.
XS
SM
MD
LG