Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს


თბილისში რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს კიდევ 48 მოქალაქე დაბრუნდა.

თბილისში რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს კიდევ 48 მოქალაქე დაბრუნდა.
ჰუმანიტარული რეისი საქართველოს ნაციონალურმა ავიახაზებმა განახორციელა. როგორც ჟურნალისტებს ამ კომპანიის დირექტორმა, გიორგი კოდუამ აცნობა, დეპორტირებულებს რუსეთის მხარე საქართველოში არ გზავნიდა მანამ, სანამ მათი რაოდენობა 150-ს არ გაუტოლდებოდა. შესაბამისად, იმ მიზნით, რომ დაკავებულებს რუსეთის გამანაწილებლებში დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებოდათ, ნაციონალურმა ავიახაზებმა რეისი დღეისათვის დანიშნა. თვითმფრინავის ეკიპაჟს მოსკოვში, მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში ინციდენტი შეემთხვა. სააგენტო "ინტერპრესნიუსი" გიორგი კოდუაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეკიპაჟის წევრები აეროპორტის ტერიტორიაზე დააკავეს. ამის საბაბი აეროპორტში გადაადგილება გახდა - რისი უფლებაც, კოდუას თქმით, ეკიპაჟს ჰქონდა. ეკიპაჟის წევრები საკონსულოს ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების თბილისში ჩამოყვანა მომავალი კვირისთვისაც იგეგმება.
XS
SM
MD
LG