Accessibility links

logo-print

სერბიის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ახალი


სერბიის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ახალი კონსტიტუციის

სერბიის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ახალი კონსტიტუციის
მიღების მიზნით ქვეყანაში გუშინ და დღეს ჩატარებული რეფერენდუმი შეიძლება, რომ ჩატარებულად ჩაითვალოს. ტელევიზია იუწყება, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 50-მა პროცენტმა მიიღო - რაც საკმარისია იმისათვის, რომ რეფერენდუმი შედგეს. თუ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვლება, ამით შესაძლოა 1990 წელს, სლობოდან მილოშევიჩის დროს მიღებული კონსტიტუცია შეიცვალოს. ახალი კონსტიტუციის პროექტმა უკვე გამოიწვია უთანხმოება, ვინაიდან დოკუმენტში კოსოვოს პროვინცია სერბიის განუყოფელ ნაწილად არის გამოცხადებული. პარალელურად, პროვინციის სამომავლო სტატუსის განსაზღვრის მიზნით გაეროს შუამდგომლობით მოლაპარაკება მიმდინარეობს. პროვინციაში მცხოვრებ ალბანელებს - რომლებიც კოსოვოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ - პროვინციის დამოუკიდებლობა სურთ. კოსოვოში მცხოვრები ალბანელები რეფერენდუმში არ მონაწილეობენ. ისინი სერბიაში ჩატარებულ ყველა არჩევნებს 1990 წლიდან ბოიკოტს უცხადებენ.
XS
SM
MD
LG