Accessibility links

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა ფელიქს კულოვმა პარლამენტარებს


ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა ფელიქს კულოვმა პარლამენტარებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა ფელიქს კულოვმა პარლამენტარებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა
აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ამჟამინდელ დაპირისპირებაში. პარლამენტარების მესამედზე მეტმა დღეს კულოვსა და პრეზიდენტ კურბანბეკ ბაკიევს მოუწოდა, გადადგნენ, თუ ხუთშაბათამდე ვერ მოგვარდება საკონსტიტუციო და სხვა რეფორმათა გარშემო წარმოქმნილი უთანხმოება. პრემიერ-მინისტრის განცხადებაში როგორც არის აღნიშნული, ულტიმატუმის ენა არ ესადაგება "დემოკრატიის პრინციპებს და ყირგიზი ხალხის ტოლერანტობის ტრადიციას”. ოპოზიციის ლიდერები 31 ოქტომბერს შეხვდნენ ბაკიევს უთანხმოების მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად, თუმცა, მათივე თქმით, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
XS
SM
MD
LG