Accessibility links

logo-print

ბიშკეკში, მთავრობის სახლის წინ ოპოზიციის


ბიშკეკში, მთავრობის სახლის წინ ოპოზიციის ათასობით მომხრემ საპროტესტო აქცია გამართა.

ბიშკეკში, მთავრობის სახლის წინ ოპოზიციის ათასობით მომხრემ საპროტესტო აქცია გამართა.
ისინი პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევისგან საკონსტიტუციო და სხვა რეფორმების გატარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეთა აზრით, პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ოპოზიციის ლიდერმა, ომურმეკ ტეკებაევმა ალატუს მოედანზე შეკრებილ ხალხს ასე მიმართა: [ტეკებაევის ხმა]: ”დღეს ისტორიული დღეა. ჩვენ აქ იმისათვის მოვედით, რომ მთავრობას გავახსენოთ, რასაც გვპირდებოდა - და ამ დაპირებების შესრულება მოვთხოვოთ. ჩვენ თუ მათზე ფსიქოლოგიურ, მორალურ და პოლიტიკურ ზეწოლას არ მოვახდენთ, ისინი თავიანთ დაპირებებს არ შეასრულებენ. ჩვენ ამის გაკეთების სრული უფლება გვაქვს. რეფორმა!” უთანხმოებას საფუძვლად პრეზიდენტის შარშანდელი დაპირება უდევს, რომ საკუთარ უფლებამოსილებას შეკვეცავდა, საკანონმდებლო ორგანოსთვის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე. ამასთან, ბაკიევი მოსახლეობას დაპირდა, რომ სახელმწიფო ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებლობას გარდაქმნიდა.
დღეს, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორშაბათს კონსტიტუციის პროექტს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG