Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში
კმაყოფილია გაეროს მეთვალყურეთა გამოძიების შედეგით, რომლის თანახმად, 25 ოქტომბერს კოდორის ხეობის სოფელ აჟარის მიმართულებით "გრადის“ ტიპის ჭურვები ტყვარჩელის მხრიდან არ უსვრიათ. "გაეროს მისია ადასტურებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან "გრადის“ სისტემიდან არავითარი გასროლა არ განხორციელებულა" – მოჰყავს "აფსნიპრესის" სააგენტოს ბაღაფშის სიტყვები. ბაღაფშის თქმით, გაეროს მეთვალყურეთა ვერსიას ადასტურებს ემზარ კვიციანის სატელევიზიო განცხადება, რომელშიც მან სროლისთვის პასუხისმგებლობა იკისრა. 25 ოქტომბერს კოდორში მომხდარი ინციდენტის დროს ხეობაში იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
XS
SM
MD
LG