Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისიამ რუსეთს მოუწოდა, საქართველოს


ევროპის კომისიამ რუსეთს მოუწოდა, საქართველოს მოეთათბიროს,

ევროპის კომისიამ რუსეთს მოუწოდა, საქართველოს მოეთათბიროს,
ვიდრე "გაზპრომი" მას ბუნებრივი აირის საფასურს 110-დან 230 დოლარამდე გაუზრდიდეს. ამ შინაარსის განცხადება დღეს ბრიუსელში გააკეთა ევროკომისიის პრესმდივანმა ემა ადვინმა. [ემა ადვინის ხმა] "ჩვენ, ზოგადად, ვემხრობით საბაზრო ფასებზე გადასვლას და გასაგებად მიგვაჩნია რუსეთის სურვილი, გადავიდეს საბაზრო ფასებზე. მაგრამ როგორც ყოველთვის ვამბობთ ხოლმე - ასეთი ცვლილებისთვის საჭიროა მოლაპარაკება პარტნიორ ქვეყანასთან, რომელსაც ეს სიახლე ეხება და ცვლილების განხორციელება ისეთ ტემპით, რომ პარტნიორმა მას თავი გაართვას." დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა.
XS
SM
MD
LG