Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირისპირებს საქართველოს მთავრობა რუსეთის გაზის შესაძლო გაძვირებას


როგორც ცნობილია, რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომმა” გამოაცხადა, რომ აპირებს საქართველოში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის ფასი 110-დან

230 აშშ დოლარამდე გაზარდოს. საქართველოს მთავრობა ცდილობს ალტერნატივა მოძებნოს აზერბაიჯანისა და ირანის გაზის სახით. თუმცა იქნება თუ არა ეს ალტერნატივა უფრო იაფი ან უფრო სტაბილური, ჯერჯერობით არავინ იცის. ერთი კი ცხადია, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის ზრდის ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება. რა გზებით აპირებს საქართველოს მთავრობა გაზის შესაძლო გაძვირებით გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას?

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის გაზის შესაძლო გაძვირება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნია. პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადება:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გრძელდება მუშაობა რუსეთის გაზის ალტერნატივების შესაქმნელად.

საქართველოს ხელისუფლება აქაც ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ რუსეთის გაზის ალტერნატივისთვის ტექნიკური საშუალებები სრულ მზადყოფნაშია. ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის კომენტარი:

[ნიკა გილაურის ხმა] ”ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე ირანთან.”

ენერგეტიკის ექსპერტები ამ მიმართულებებს რუსეთის გაზის სრულფასოვან ალტერნატივად არ მიიჩნევენ. რადიო “თავისუფლების” დილის გადაცემაში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ჯერჯერობით თავად განიცდის გაზის დეფიციტს, ხოლო რაც შეეხება ირანს:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ როგორი ალტერნატივებიც არ უნდა ჩამოყალიბდეს, გაზის ფასი მაინც მოიმატებს.

[მოქალაქეების ხმა] ”ძალიან ძვირია - აბა, როგორ უნდა გადაიხადოს ხალხმა...”

ამ რიგითი მოქალაქეებისთვის გაზის სუბსიდირების საკითხი საქართველოს მთავრობას ჯერ არ გადაუწყვეტია. ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი. სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე კი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუნებრივ აირზე გაცილებით ძვირად ღირებული თხევადი გაზის მომხმარებელია, ამიტომ ბუნებრივი აირის გაძვირების კომპენსირებას კითხვის ქვეშ აყენებს.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ჩვენ არ შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ, მოდით, სვანეთსა და ხევსურეთში გადასახადები ავკრიფოთ და ...”

საქართველოს მთავრობა გაზის შესაძლო გაძვირების ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის მიმართაც ოპტიმისტურადაა განწყობილი და ვარაუდობს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ უმნიშვნელოდ, 1,5 პროცენტით, იზარალებს.

ამ ოპტიმისტური პროგნოზის საწინააღმდეგოდ მეტყველებს 2006 წლის დასაწყისის მოვლენები, როდესაც გაზის გაძვირებამ ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვია და ინფლაციური პროცესები დაგეგმილზე ორჯერ მეტად გააღრმავა.
XS
SM
MD
LG