Accessibility links

logo-print

მოსკოვის ცენტრში დღეს დაახლოებით 2000-მა


მოსკოვის ცენტრში დღეს დაახლოებით 2000-მა ულტრანაციონალისტურად განწყობილმა

მოსკოვის ცენტრში დღეს დაახლოებით 2000-მა ულტრანაციონალისტურად განწყობილმა
პირმა სცადა შეკრება, ოფიციალურად აკრძალული მსვლელობის მოსაწყობად. დემონსტრაციის მიზანი იყო რუსი ერის უზენაესობის გამოცხადება, და სხვა ეთნიკური ჯგუფების განდევნის მოთხოვნა. მსვლელობის ორგანიზატორთა ინფორმაციით, მოსკოვის მილიციამ დაახლოებით 300 პირი დააკავა. პარალელურად, რუსეთის დედაქალაქში გაიმართა მიტინგი ლოზუნგით ”რუსეთი ფაშიზმის გარეშე”. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მონაცემებით, მიტინგში დაახლოებით 1000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სანკტ-პეტერბურგში ნაციონალისტებს და ანტიფაშისტებს შორის შეტაკება მოხდა. მილიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა.
XS
SM
MD
LG