Accessibility links

logo-print

მომავალი სამი წლის განმავლობაში, ჩინეთი


მომავალი სამი წლის განმავლობაში, ჩინეთი აფრიკის ქვეყნებს

მომავალი სამი წლის განმავლობაში, ჩინეთი აფრიკის ქვეყნებს
სესხისა და კრედიტის სახით 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, ჰუ ძინტაომ, პეკინში, ჩინეთისა და აფრიკის ქვეყნების სამიტის გახსნისას განაცხადა. აფრიკის 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს ჰუ ძინტაომ აღუთქვა, რომ 2009 წლისთვის ჩინეთი აფრიკისთვის ამჟამად გამოყოფილი დახმარების გაორმაგებას გეგმავს. ამის მიზანი ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.
XS
SM
MD
LG