Accessibility links

უნგრელებმა საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებული


უნგრელებმა საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებული

უნგრელებმა საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებული
რეპრესიების 50 წლისთავი დღეს ბუდაპეშტის ქუჩებში მსვლელობებით აღნიშნეს. 1956 წლის 4 ნოემბერს საბჭოთა ტანკებმა უნგრეთში სასტიკად ჩაახშეს 12-დღიანი ამბოხება. ბრძოლას 2500-ზე მეტი უნგრელი, და 700 საბჭოთა ჯარისკაცი შეეწირა. გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციურმა ძალებმა დღევანდელი დღე სოციალისტი პრემიერ მინისტრის, ფერენც დიორჩანის, წინააღმდეგ გამოსვლებისთვისაც გამოიყენეს. ბუდაპეშტში მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლები სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმართება - მას შემდეგ, რაც გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც დიორჩანი აღიარებს, რომ არჩევნებში გამარჯვების მიზნით მისი მთავრობა გამუდმებით ტყუოდა.
XS
SM
MD
LG