Accessibility links

logo-print

ერაყის უმაღლესმა ტრიბუნალმა ჩამოხრჩობა მიუსაჯა


ერაყის უმაღლესმა ტრიბუნალმა ჩამოხრჩობა მიუსაჯა ყოფილ დიქტატორ სადამ ჰუსეინს: ის დამნაშავედ სცნო კაცობრიობის წინაშე დანაშაულთა ბრალდების საფუძველზე.

ერაყის უმაღლესმა ტრიბუნალმა ჩამოხრჩობა მიუსაჯა ყოფილ დიქტატორ სადამ ჰუსეინს: ის დამნაშავედ სცნო კაცობრიობის წინაშე დანაშაულთა ბრალდების საფუძველზე.
ბრალდება ეხება 1982 წელს სოფულ დუჯაილში 148 შიიტის მკვლელობას. განაჩენს სადამ ჰუსეინის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა - შეძახილები "გაუმარჯოს ხალხს", "დიდ არს ალაჰი". [სადამ ჰუსეინის და მოსამართლის ხმები] განაჩენს უკვე ფართო გამოხმაურება მოჰყვა: მას მიესალმნენ აშშ, ბრიტანეთი, ირანი. დადებითია ასევე ერაყის პრემიერ-მინისტრის, ნური ალ-მალიკის გამოხმაურება, რომელიც სასიკვდილო განაჩენს სადამ ჰუსეინის რეჟიმის "მსხვერპლთა გამარჯვებად" მიიჩნევს. ხოლო ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი, რახან სიკვდილით დასჯის პრინციპული მოწინააღმდეგეები არიან, გმობენ ერაყის ტრიბუნალზე სადამ ჰუსეინისთვის გამოტანილ განაჩენს. კრიტიკულია უფლებადამცველი ორგანიზაციების გამოხმაურებაც. დღეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ყოფილ დიქტატორთან ერთად ბრალდებულ კიდევ ორ კაცს. ერთ ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, რამდენიმე კაცს - 15-15 წლით პატიმრობა.
XS
SM
MD
LG