Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შეტაკებები


დღეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შეტაკებები მოხდა მთავრობისა და ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტებს შორის.

დღეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შეტაკებები მოხდა მთავრობისა და ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტებს შორის.
მათ ერთმანეთს ბოთლები და ქვები დაუშინეს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ცრემლმდენი გაზით შეძლეს მათი დაშორიშორება. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იტყობინება, რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ისინი ბიშკეკის ტრავმატოლოგიურ ცენტრში მოათავსეს. მოგვიანებით უშიშროების სამსახურის უფროსი მურატ სუტალინოვი მივიდა შეტაკების ადგილზე. მან უარყო ოპოზიციის ბრალდება, რომ შეტაკება შესაძლოა ხელისუფლების პროვოცირებული იყოს. ოპოზიცია ხუთშაბათიდან მოყოლებული აწყობს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს. დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მოხდა ახალი კონსტიტუციის პროექტის თაობაზე. ოთხშაბთს დოკუმენტს პარლამენტი განიხილავს.
XS
SM
MD
LG