Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა და სავარაუდო საკანონმდებლო ცვლილებები


მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 7 ნოემბერი ის ბოლო ვადაა, როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე

სუბიექტების მიერ დახარჯული თანხების კანონიერება უნდა გაარკვიოს. შესაბამისი დასკვნა სპეციალურად შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფმა მოამზადა, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. მათ კომპეტენციაში არ შედის წინასაარჩევნო ფონდებში ჩარიცხული თანხების წარმომავლობის გარკვევა, რადგან ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სავარაუდოდ, მომავალში ეს ასე აღარ იქნება და პარტიათა დამფინანსებლებს ვინაობის გამხელა და თანხების კანონიერების დასაბუთებაც მოუწევთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე ღონღაძის წინასწარი ინფორმაციით, მონიტორინგის ჯგუფს 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიების ანგარიშების შემოწმებისას განსაკუთრებული დარღვევები არ აღმოუჩენია.

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] ”

პარტიების დაფინანსების საკითხი მას შემდეგ გახდა განსაკუთრებით აქტუალური, რაც საქართველოს ტელეარხებმა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ 20 ათასი აშშ დოლარის აღების ამსახველი კადრები აჩვენეს. ამ კადრების ჩვენებიდან რამდენიმე დღეში მმართველმა პარტიამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. მათ შესახებ დეპუტატი რატი სამყურაშვილი საუბრობს:

[რატი სამყურაშვილის ხმა] ”

რატი სამყურაშვილის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პირი, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას ფინანსურად დაეხმარება, ვალდებული იქნება საგადასახადო სამსახურში ამ თანხების დეკლარირება მოახდინოს. ოპოზიცია ამ სავარაუდო ცვლილებაში საფრთხეს ხედავს.
“ახალი მემარჯვენეების” საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის, კომენტარი:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”

საპასუხოდ რატი სამყურაშვილი ამბობს, რომ ანონიმური შემოწირულობების მუხლი კანონში ცვლილებების შემდეგაც დარჩება.

[რატი სამყურაშვილის ხმა] ”

ოპოზიცია შიშობს, რომ ამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით მმართველი პოლიტიკური ძალა სხვა პარტიებს არსებობის საშუალებას უსპობს:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”მმართველ პარტიას ამით უნდა...”

ახალი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა მომავალი კვირისთვისაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG