Accessibility links

logo-print

ცნობების თანახმად, პალესტინელი რადიკალების ჯგუფ


ცნობების თანახმად, პალესტინელი რადიკალების ჯგუფ “ისლამური ჯიჰადის” წევრი იქნა მოკლული

ცნობების თანახმად, პალესტინელი რადიკალების ჯგუფ “ისლამური ჯიჰადის” წევრი იქნა მოკლული
ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად. დღეს დილას კი ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ ბეით ჰანუნში ისრაელის ჯარების ოპერაციის შედეგად დაიღუპა 18 პალესტინელი - უმეტესწილად ქალები და ბავშვები. ამ ისრაელმა სინანული გამოთქვა სამოქალაქო პირთა მოკვლის გამო. პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი და თავდაცვის მინისტრი ამირ პერეცი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ დაჭრილებს სათავზობენ "სასწრაფო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას". გარდა ამისა, პერეცმა გასცა განკარგულება ინციდენტის გამოძებისა და, მის დასრულებამდე, ღაზაში რაკეტების სროლის შეწყვეტის შესახებ. ამასობაში, პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა ისმაელ ჰანიამ, რომელიც მმართველი "ჰამასის" წევრია, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვა. [ჰანიას ხმა] “უშიშროების საბჭოს მოვუწოდებთ, სასწრაფოდ შეიკრიბოს და გაეცნოს ხალხის ხოცვა-ჟლეტის ფაქტებს და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს პალესტინელი ხალხის დაცვას და შეწყვეტს მათს წინააღმდეგ მიმართულ მუდმივ აგრესიას”. ღაზის სექტორში დღევანდელი ინციდენტი, რომელსაც 18 პალესტინელი სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა, დაგმეს უცხოეთშიც - შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ევროკავშირმა, თურქეთმა.
XS
SM
MD
LG