Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით


აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი გადადგება და მის

აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი გადადგება და მის
ადგილს დაიკავებს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილი მეთაური, რობერტ გეიტსი. რამსფელდის გადადგომა მოჰყვა კონგრესის არჩევნებს, რომელთა შედეგად მმართველი რესპუბლიკური პარტიის პოზიციები შესუსტდა. რესპუბლიკელთა პოპულარობის კლების მთავარ მიზეზად მიჩნეულია ერაყში ომით ამერიკელების უკმაყოფილება. განცხადება რამსფელდის გადადგომის შესახებ ჯორჯ ბუშმა ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. შეკითხვას, იქნება თუ არა ახალი მიმართულება, ახალი პოლიტიკა ერაყის საკითხში, ბუშმა უპასუხა, რომ "დანამდვილებით იქნება ახალი ხელმძღვანელობა პენტაგონში".
XS
SM
MD
LG