Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის,

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის,
დონალდ რამსფელდის გადადგომის ფაქტს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, ჯონ ჰოვარდმა, თქვა, რომ პირადად ის რამსფელდის მიმართ დადებითად იყო განწყობილი - და განაცხადა, რომ რამსფელდის გადადგომა არ გამოიწვევს შეერთებული შტატების პოლიტიკის ძირეულ შეცვლას: [ჰოვარდის ხმა]: ”ცხადია, რომ პრეზიდენტმა ბუშმა ამ გადაწყვეტილებით კონგრესის არჩევნების შედეგებს უპასუხა - და ეს სავსებით გასაგებია. მაგრამ მისი გადაწყვეტილება მიმართულების ფუნდამენტურ ცვლილებას არ მოიტანს”. ერაყის საკითხში შეერთებული შტატების კიდევ ერთმა მოკავშირე ქვეყანამ, იაპონიამ, განაცხადა, რომ კვლავაც განაგრძობს ერაყის რესკონსტრუქციის პროცესში მონაწილეობის მიღებას. რამსფელდის გადადგომას მიესალმნენ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები. ვენესუელის პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა,
რამსფელდის გადადგომა დროულ ნაბიჯად შეაფასა.
XS
SM
MD
LG