Accessibility links

logo-print

რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეების შემსწავლელი


რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეების შემსწავლელი

რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეების შემსწავლელი
დროებითი საპარლამენტო კომისია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოამზადოს სარჩელი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. კომისიის თავმჯდომარის ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსეთმა საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია, როდესაც ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტა.
გვარამიას განმარტებით, ამავე სარჩელში უნდა აისახოს ის ეკონომიკური ზარალი, რომელიც საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა ამ პუნქტის დახურვით განიცადეს. დროებითი კომისიის შუალედური დასკვნა დღეს პარლამენტის ბიურომ განიხილა.
XS
SM
MD
LG