Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უარყოფენ


საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უარყოფენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უარყოფენ
გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთი დეპუტატი – ალექსანდრე მენაბდე დატოვებს. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, მენაბდე დეპუტატ გია ნუცუბიძესთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში, სადაც გამოძიების ცნობით, ფარულმა კამერამ სკოლების სარემონტო სამუშაოებში მონაწილე ერთ-ერთი ფირმის ლობირებასთან დაკავშირებით ნუცუბიძის საუბარი ჩაწერა.
ალექსანდრე მენაბდის შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი განცახდებით, უდანაშაულობის პრეზუმპციას არ დაარღვევენ და წინსაწარი კომენტარებისგან თავს შეიკავებენ.
XS
SM
MD
LG