Accessibility links

logo-print

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და სასაზღვრო დავა


სტრატეგიული სიმაღლე, რომლიდანაც კარგად მოჩანს სომხეთი,

აზერბაიჯანი და საქართველო, საბჭოთა პერიოდის დროს გრეჩკოს სახელს ატარებდა. ეს სიმაღლე აზერბაიჯანის და საქართველოს სასაზღვრო არეალშია, იქ, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, მას იქითა მხარეს აღსტაფის რაიონს, კაშიშდაღს უწოდებენ. ამ არეალის თაობაზე, საქართველოს და აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებები გარიგებას ცდილობენ. მაგრამ ეს სიმაღლე, და როგორც ჩანს, არა მარტო ის, აზერბაიჯანისთვის იმდენად მნივშნელოვანია, რომ საქართველოს შეთავაზებას, რომ გაცვალონ უფრო ფართო ტერიტორიაზე, უარყოფს. აზერბაიჯანის მიწისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს ღარიბ მამედოვს თავის დროზე ნათქვამი აქვს, რომ ეს საკითხი უნდა შეისწავლონ მეცნიერებმა, იქნებ მონასტერი ალბანურიაო. არ იგულისხმება თანამედროვე ალბანეთი, ცხადია, ლაპარაკია ალბანურ კულტურასა თუ ხალხთა ჯგუფზე, რომელიც თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებოდა.
აზერბაიჯანში არიან მეცნიერები, რომლებიც თლიან, რომ მონასტერი არც ქართველებს და არც ალბანელებს, არამედ სირიელებს დაუარსებიათ. ბაქოს უნივერსიტეტის დოცენტს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინტისტუტის წამყვან მეცნიერ თანამშრომელს იუნისა ნასიბის ჟურნალისტებისთვის ნათქვამი აქვს, რომ საქართველოს მხარეზე არსებული კომპლექსი სირიელებმა დააარსეს მეექვსე საუკუნეშიო. ჩვენ პრაღიდან ტელეფონით ვესაუბრეთ ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელს, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატს მაკა ბულიას, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს.

იხ. აუდიო ვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG